27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 - 81) და ანტვერპენის (1885 - 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში ("გლეხის ქალი", 1885, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო; "კარტოფილის მჭამელები", ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი). ვან გოგი ანვითარებდა XIX საუკუნის კრიტ. რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ. ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.
1886 - 88 ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის თეო ვან გოგის დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას (თეო ვან გოგი, პარიზის ერთ-ერთი გალერეის დირექტორი, მთელი ცხოვრების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა ძმას ). პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონისტების (კ. მონე, კ. პისარო, ა. სისლეი) პლენერულ ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდა ა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ. გოგენს. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე ცისფერმა, ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა. ფუნჯის მონასმი უფრო თამამი და დინამიკური გახდა ("ხიდი სენაზე", 1887, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი და სხვ.).
ვინსენტ
ვან გოგმა ყველა თავისი შედევრი ცხოვრების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში
შექმნა. მთელი სიცოცხლის მანძილზე დაუღალავად შრომობდა, მანამ სანამ
ფსიქიკურად დაავადდა. საბოლოოდ ფსიქიკურმა აშლილობამ იგი თვითმკვლელობამდე
მიიყვანა.
ცხოვრებაშივე
ვან გოგმა ერთი ნამუშევარი გაყიდა. ეს იყო “წითელი ვენახი არლში”, რომელიც
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაყიდა,სულ რაღახ 400 ფრანკად; მან მთელი
ცხოვრება საშინელ სიღარობეში გაატარა, მის საარსებო პირობებს მისი უმცროსი
ძმა თეო უზრუნველყოფდა, მაგრამ მიუხედავად სიღარობისა იგი ბედნიერი იყო
იმით რომ მთელ თავის ძალებს მხატვრობაში აქსოვდა.
ვან
გოგის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს იმპრესიონისტებმა.
განსაკუთრებით კი ხელოვნების ამ მიმართულების ისეთმა წარმომადგენლებმა,
როგორებიც იყვნენ ედუარდ მანე, ოგუსტ რენუარი და კამილ პისარო. მათი მიზანი
იყო სალონური აკადემიზმის დაძლევა და ხელოვნებაში ყოველდღიურობის
სილამაზის და ცოცხალი სინამდვილის დამკვიდრება. ღია ცის ქვეშ
იმპრესიონისტებს საშუალება მისცა აესახათ ბუნება მთელი მისი რეალური
სიცხოველით. სუფთა ფორმების ერთმანეთთან შერწყმით და ნათელი ფერადოვანი
გამით მათ მიაღწიეს იმას,რომ მათი ნახატები ბევრად მოქნილი და ცოცხალი იყო.
ვან გოგის და მისი თანამედროვე მხატვრების_პოლ გოგენის, პოლ სეზანის, ჟორჟ სერას და ედგარ დეგას შემოქმედებას მოგვიანებით პოსტიმარესიონიზმი ეწოდა.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2_%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C_%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98#.E1.83.91.E1.83.98.E1.83.9D.E1.83.92.E1.83.A0.E1.83.90.E1.83.A4.E1.83.98.E1.83.90
No comments:
Post a Comment